Accreditation Canada აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

Accreditation Canada აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

საქართველოში ყველაზე ძლიერი საერთაშორისო სამედიცინო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია, “აკრედიტაცია კანადის” მორიგი ოფიციალური ვიზიტი დასასრულს უახლოვდება.

“აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა კატერინა ტარასოვამ და ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, იულია შერბინამ, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საქართველოს საპატრიარქოში და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით მიმდინარეობს.

ცნობისთვის – “აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული, მათშორის არის “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი”.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

საქართველოს საპატრიარქოში “აკრედიტაცია კანადის” ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდნენ გორის და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა; ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი; “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ვეფხვია ოდიშარია” და კლინიკის წარმომადგენელი ექიმები.

 

ჯანდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ მიერ სამედიცინო დაწესებულებების არჩევა სქართველოში 3 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა:

“როცა სამინისტროში გვკითხეს, თუ რატომ ვატარებთ საერთაშორისო აკრედიტაციას მხოლოდ 24 სამედიცინო დაწესებულებაში, ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის კლინიკები, რომელთა პრიორიტეტია:

- Advertisement -
Ad imageAd image

✅️ პაციენტზე ორიენტირება;
✅️ სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხზე ორიენტირება;
✅️ სურვილი, გადავიდნენ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაზე” – აცხადებს კატერინა ტარასოვა.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა, ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იულია შერბინა და პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონის” კონცერტს დაესწრნენ.

ასევე წაიკითხეთ:  Accreditation Canada -ს მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობა იმყოფებოდა რესტორან “ქვევრში“, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართული სუფრას, ტრადიციებსა და კულტურას.

სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ქართული კულტურითა და ტრადიციებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს შთაბეჭდილებებით აღსავსენი ტოვებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობამ ოფიციალური ვიზიტის დასასრული აღნიშნა “პარაგრაფ თბილისში” – რომელიც არის ნათელი მაგალითი ქართული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შერწყმისა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში უმაღლესი საერთაშირისო სტანდარტების დანერგვა შესაძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსით.

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *