„აქ ნამდვილად ხარისხია“ – “ჰერა 2011”-ისა და “აკრედიტაცია კანადის” პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

ირინა დათაშვილი
რედაქტორი — პაციენტთა საბჭოების პროგრამა და პარტნიორი კლინიკები. აშუქებს Accreditation Canada-ს ვიზიტებს, საბჭოების სხდომებსა და პაციენტთა ინიციატივებს საქართველოს კლინიკებში.

18 მარტს კლინიკა “ჰერა 2011“-ში პროფესორი გიორგი ფხაკაძე “აკრედიტაცია კანადის” ქართულ გუნდთან ერთად იმყოფებოდა. კლინიკამ უკვე მიიღო “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ იგი აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების კუთხით.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე და ჰერას პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე

პაციენტთა საბჭოს გაძლიერება და ახალი სტანდარტები

აკრედიტაციის შემდეგ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის – “აკრედიტაცია კანადის” ქართველ ექსპერტთა წარმომადგენლობა ყოველ თვე ეწვევა ქვეყნის იმ კლინიკებს, რომლებმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღეს. ეს პროცესი მოიცავს:

  • ფიზიკურ შემოწმებას – კლინიკის ინფრასტრუქტურის, პროცესებისა და მომსახურების გადამოწმებას;
  • კლინიკის ანგარიშის მოსმენას – მიმდინარე საკითხებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე;
  • პაციენტთა საბჭოს შეხვედრებს – პაციენტთა მოსაზრებებისა და გამოცდილების გათვალისწინებას კლინიკის გაუმჯობესებისთვის.

პაციენტთა საბჭოს როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ გიორგი ფხაკაძის ინიციატივით პაციენტთა საბჭოები შეიქმნა აკრედიტაცია კანადის მიერ აკრედიტებულ ცხრავე კლინიკაში, რაც საქართველოს მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.

ნინო გვარლიანი: “აქ ნამდვილად ხარისხია”

კლინიკა “ჰერაში” გამართულ შეხვედრას პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი ესწრებოდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ნინო გვარლიანი:
“დღეს, როგორც კლინიკა “ჰერას” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარეს, მქონდა შეხვედრა “აკრედიტაცია კანადის” ადგილობრივ გუნდთან და კლინიკა “ჰერას” ხელმძღვანელობასთან. ერთად განვიხილეთ პაციენტთა საბჭოს ეფექტური მუშაობა და იმ დროის განმავლობაში მიღწეული შედეგები. შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგა, დაიგეგმა შემდეგი ნაბიჯები.
მადლობა კლინიკა “ჰერას” ღიაობისთვის. აქ ნამდვილად ხარისხია.”

პაციენტთა საბჭოებსა და ხარისხის გაუმჯობესების პროცესს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პაციენტთა უსაფრთხოებასა და მათ მომსახურებაზე. კლინიკა “ჰერა 2011” ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე დაწესებულებად რჩება, სადაც პაციენტთა ხმა ყოველთვის ისმის.

ასევე წაიკითხეთ:  “ვივამედში” „აკრედიტაცია კანადის“ ყოველთვიური ვიზიტი და პაციენტთა საბჭოს ჩართულობა – როგორ უმჯობესდება კლინიკის ხარისხი

Related posts:

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
რედაქტორი — პაციენტთა საბჭოების პროგრამა და პარტნიორი კლინიკები. აშუქებს Accreditation Canada-ს ვიზიტებს, საბჭოების სხდომებსა და პაციენტთა ინიციატივებს საქართველოს კლინიკებში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *