“საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრის” და “აკრედიტაცია კანადის” პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადადის

ირინა დათაშვილი
რედაქტორი — პაციენტთა საბჭოების პროგრამა და პარტნიორი კლინიკები. აშუქებს Accreditation Canada-ს ვიზიტებს, საბჭოების სხდომებსა და პაციენტთა ინიციატივებს საქართველოს კლინიკებში.
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":2},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

19 მარტს “საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრში” პროფესორი გიორგი ფხაკაძე “აკრედიტაცია კანადის” ქართულ გუნდთან ერთად იმყოფებოდა.

Contents

კლინიკამ უკვე მიიღო “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ იგი აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების კუთხით.

პაციენტთა საბჭოს გაძლიერება და ახალი სტანდარტები

აკრედიტაციის შემდეგ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის – “აკრედიტაცია კანადის” ქართველ ექსპერტთა წარმომადგენლობა ყოველ თვე ეწვევა ქვეყნის იმ კლინიკებს, რომლებმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღეს. ეს პროცესი მოიცავს:

- Advertisement -
Ad imageAd image

  • ფიზიკურ შემოწმებას – კლინიკის ინფრასტრუქტურის, პროცესებისა და მომსახურების გადამოწმებას;
  • კლინიკის ანგარიშის მოსმენას – მიმდინარე საკითხებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე;
  • პაციენტთა საბჭოს შეხვედრებს – პაციენტთა მოსაზრებებისა და გამოცდილების გათვალისწინებას კლინიკის გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი ვეფხვია ოდიშარია და მისი გუნდი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პაციენტთა საბჭოს წარმომადგენლობა. პაციენტთა საბჭოს როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

სწორედ გიორგი ფხაკაძის ინიციატივით პაციენტთა საბჭოები შეიქმნა, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტების შესაბამისად, აკრედიტებულ ცხრავე კლინიკაში, რაც საქართველოს მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.

საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სამედიცინო ცენტრი აგრძელებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც პაციენტებისთვის უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

ასევე წაიკითხეთ:  პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა - პაციენტების ჩართვა ჯანდაცვის ხარისხის ცენტრში საქართველოში

Related posts:

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
რედაქტორი — პაციენტთა საბჭოების პროგრამა და პარტნიორი კლინიკები. აშუქებს Accreditation Canada-ს ვიზიტებს, საბჭოების სხდომებსა და პაციენტთა ინიციატივებს საქართველოს კლინიკებში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *