გიორგი ფხაკაძე: საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ოფიციალური ვიზიტით აფრიკაში, კერძოდ, სენეგალში იმყოფება. პროფესორ ფხაკაძეს სენეგალის დედაქალაქ დაკარში დავუკავშირდით და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს:

“ამჟამად ვიმყოფები სენეგალის დედაქალაქ დაკარში. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ეგიდით მაქვს საშუალება, მონაწილეობა მივიღო და გავუზიარო ინფორმაცია სენეგალის ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სამინისტროებს იმ საკითხების შესახებ, რომელიც ეხება ექიმების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას, კერძოდ ჯანმრთელობის და მიგრაციის საკითხებზე.

ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მედიაჰოლდინგს „შენი“, რომელიც არის პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგი საქართველოში, აქვს თანამშრომლობის პერსპექტივა – დაიწყოს თანამშრომლობა სენეგალის ჯანდაცვის პირველ მედიაჰოლდინგთან.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, გავცვალოთ ინფორმაცია და გამოვაქვეყნოთ სენეგალსა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში არსებული სიახლეები. ისინი კი დაინტერესდებიან იმ საკითხებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება.

ძალიან საინტერესოა, აფრიკისა და საქართველოს თანამშრომლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე

ასევე წაიკითხეთ:  საქართველოს ისტორიაში პირველად კლინიკებში პაციენტთა საბჭოები იქმნება - ფუნქცია, სარგებელი, მსოფლიო გამოცდილება
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *