„მადლობა მინდა, ვუთხრა მთელს მედ-პერსონალს, გაუკეთდა ლითოტრიფსია“ – მადლიერი პაციენტი
- ახალი წევრი, ინიციატივები და სასაჩუქრე ვაუჩერი – პაციენტთა საბჭოს ნაყოფიერი შეხვედრა კლინიკა „ჰერა 2...
- Accreditation Canada-ს ინოვაციური მეთოდი უკვე საქართველოშია – როგორ ინერგება კლინიკების საერთაშორისო...
- პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა კლინიკა “პინეოში” – პაციენტთა განათლებისა და ჩართულობის გაძლიერების...
25 წლის მარიამი იმყოფებოდა უმძიმეს მდგომარეობაში. მას გაუკეთდა ლითოტრიფსია.
„მე ვარ ქეთი სესიაშვილი, პაციენტის – მარიამ ბებიავას დედა. ჩემი შვილი, 25 წლის მარიამი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას გაუკეთდა ლითოტრიფსია.
მიხარია, რომ ექიმთა დიდი პროფესიონალიზმით, გულმოდგინებითა და სიყვარულით ჩემი გოგონა გამოკეთდა.
მადლობა მინდა ვუთხრა მთელს მედ-პერსონალს: ბატონებს – გიორგი მანაგაძეს, ლევან ვარშანიძეს, ქალბატონებს: ნათელა ყურაშვილს, მედდებს: რუსუდან წივაცაძეს, ექთანს – ნინო ვასუაშვილსა და დეიდა ვარას. ღმერთს ებარებოდეთ. უფალი გფარავდეთ ყველგან და ყოველთვის. მრავალ ფესტივალების დღესასწაულს დაესწარით. ჩემი მეუღლეც ექიმია – ონკოლოგი ზურაბ (ზაქარია) როჭიკაშვილი. ისიც ასეა შეყვარებული თავის საქმეზე. მიყვარხართ ხალხო და მიხარია ასეთი ექიმები, ასეთი ადამიანები რომ გვყავს საქართველოს.“
„მადლობა მინდა, ვუთხრა მთელს მედ-პერსონალს, გაუკეთდა ლითოტრიფსია“ -მადლიერი პაციენტი
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi


