კლინიკა „ჰერა 2011“-ში პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

2025 წლის 3 აპრილს კლინიკა „ჰერა 2011“-ში პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს კლინიკის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა, „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციები და პაციენტებისთვის განკუთვნილი ახალი საინფორმაციო ბუკლეტი.

კლინიკა ჰერას პაციენტთა საბჭო
კლინიკა ჰერას პაციენტთა საბჭო

სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულება

შეხვედრაზე კლინიკის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს გააცნეს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები. მონიტორინგის ჯგუფის შეფასებით, კლინიკაში უკვე განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Accreditation canada georgia

„აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციები

ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „აკრედიტაცია კანადის“ ექსპერტების რეკომენდაციების განხილვა. საუბარი შეეხო კლინიკაში არსებული რესურსების უფრო ეფექტურად გადანაწილებას. საბჭოს წევრებმა და კლინიკის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა, რათა პაციენტებს უფრო სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება მიეწოდოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

რესურსების გადანაწილების ანალიზი

კლინიკის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს გაუზიარეს რესურსების გადანაწილების ანალიზის შედეგები და მოისმინეს მათი მოსაზრებები. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად აუცილებელია სამედიცინო მომსახურების უფრო მოქნილი მართვა და პაციენტთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების განვითარება.

საინფორმაციო ბუკლეტი პაციენტებისთვის

შეხვედრის დასასრულს პაციენტთა საბჭოების სამდივნომ საბჭოს წევრებს გააცნო ახალი საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც პაციენტებს კლინიკის სერვისებისა და უფლებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდის. ბუკლეტი დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ ის პაციენტებისთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

შემდგომი ნაბიჯები

პაციენტთა საბჭოს შეხვედრების ფარგლებში კლინიკა გეგმავს რესურსების გადანაწილების ოპტიმიზაციას და პაციენტთა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. მომდევნო შეხვედრა ერთი თვის შემდეგ გაიმართება, სადაც დამატებითი საკითხები იქნება განხილული.

ცნობისთვის, Accreditation Canada-ს ინიციატივით პაციენტთა საბჭოები შეიქმნა იმ 9 დაწესებულებაში, რომლებმაც აღნიშნული მააკრედიტირებელი ორგანიზაციის სერტიფიკატი მიიღეს. 

 

ასევე წაიკითხეთ:  გიორგი ფხაკაძე აფთიაქში შემთხვევით აღმოჩენილმა სიურპრიზმა აღაფრთოვანა: "ჩემი ოცნება ახდა!"

Related posts:

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *