Accreditation Canada ქართულ კლინიკებში – ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში “პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

2024 წლის 26 ივნისს ქუთაისის  “ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” „პაციენტთა საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

  კლინიკის წარმომადგენელი ხათუნა ჩაკვეტაძე, “პაციენტთა საბჭოების სამდივნოს” ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი და  “აკრედიტაცია კანადის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია გოჩაძე კლინიკის პაციენტებს შეხვდენენ და პაციენტთა ჩართულობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

პაციენტთა საბჭოზე განხილულ იქნა პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შესახებ ინფორმაცია და გადაწყდა, რომ საბჭოს შეხვედრა რეგულარულად – თვეში ერთხელ გაიმართება, რათა განიხილონ პაციენტთა კვლევის შედეგად გამოკვეთილი აქტუალური საკითხები.

ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია” საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულება მოტივირებულია, გააუმჯობესოს საკუთარი მომსახურების ხარისხი.

სწორედ ამ მიზნით, კლინიკის ინიციატივით, პაციენტები თვეში ერთხელ, რეგულარულად შეიკრიბებიან და ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ, რაც პაციენტთა კვლევის შედეგად იქნება გამოკვეთილი.

- Advertisement -
Ad imageAd image

პაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისკენ.

ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია.

პაციენტთა საბჭოს ყველა პაციენტი ითხოვს დაფინანსებას და ქუთაისის ჯანმრთელობის ორგანიზაციაში სტაციონარული მომსახურების აღდგენას.

ლალი არველაძე, კლინიკური მენეჯერი

ქუთაისის “ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის” პაციენტთა საბჭოს წევრები არიან:

გაგოშიძე ეგნატე
მესხი კოტე
საღინაძე გულსუნდა
ლოლაძე თეიმურაზი
აკაკი ხაზარაძე
მაწკეპლაძე შოთა
ჩიქოვანი ლამარა
თევდორაძე მადლენა
ჯიშკარიანი მაია
დონდუა თეიმურაზ
არველაძე ლალი

ცნობისთვის: “პაციენტთა საბჭო“  შეიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.

ასევე წაიკითხეთ:  ბიოფსია -  ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ – საინფორმაციო ბუკლეტები

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის” (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა; არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარი: საერთაშორისო “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელია. კითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსება.

შევსებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზე, რაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას.

ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

ქუთაისის ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის პაციენტთა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/kutaisidial

ან დაასკანერეთ QR კოდი:

 

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *