საქართველოში პაციენტთა საბჭოები შეიქმნა

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
პაციენტთა საბჭოები საქართველოში
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენელი საქართველოში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “პაციენტის საბჭოების სამდივნოს” ქმნის. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი კი ამ საბჭოების სამდივნოა:

“საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ინსტიტუტი მუშაობს იმისათვის, რომ განვითარდეს ჯანდაცვა საქართველოში, მაგრამ ეს ვერ მოხდება, თუ არ იქნება ჩართულობა პაციენტების მხრიდან.

შესაბამისად, ჩვენ უკვე წლებია, ვმუშაობთ პაციენტებთან სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩართულობა იყოს უფრო ორგანიზებული და სტრუქტურიზებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა გადაწყვიტა, თავისი პლატფორმა “შენი პულსი” -ზე შეიქმნას დამატებითი პლატფორმა “შენი პაციენტი”.
“შენი პაციენტი” გააერთიანებს პაციენტებს სხვადასხვა საავადმყოფოებიდან. “შენი პაციენტის” სამდივნო იქნება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტში და თითოეულ საავადმყოფოში იქნება პაციენტთა საბჭო.

ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის. საავადმყოფოების საბჭოები გააჟღერებს პაციენტების ინფორმაციას, რის შემდეგაც ჩვენ ხელს შევუწყობთ, რომ პაციენტების ხმა იყოს ხელმისაწვდომი სამინისტროსა და საავადმყოფოებში.

- Advertisement -
Ad imageAd image

ასევე ჩვენ დავუთმობთ პლატფორმას პაციენტებს, რომლის შესახებაც ფართო საზოგადოება გაიგებს. პრაქტიკულად, ჩვენ დღეს ვიწყებთ პაციენტების ჩართულობას არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ ღრმა ჩართულობით პაციენტების უშუალოდ ჯანდაცვის სისტემაში.”

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ხარისხი და უსაფრთხოება. აშუქებს კლინიკების აკრედიტაციას, სამედიცინო შეცდომების პრევენციასა და პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *