კლინიკა „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი: “ჩვენ ვართ ხიდი ექიმსა და პაციენტს შორის”

0
747
კლინიკა

კლინიკა „ჰერას“ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი

საქართველოს ისტორიაში პირველად საავადმყოფოებში “პაციენტთა და ოჯახის წევრთა საბჭოები” იქმნება.

“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტისა” (PHIG) და “აკრედიტაცია კანადის” თანამშრომლობით ჩამოყალიბდა “საქართველოს პაციენტთა საბჭოების სამდივნო”, რაც პაციენტთა აქტიური ჩართულობის სტრუქტურირებული, მდგრადი და კულტურულად სენსიტიური პლატფორმის შექმნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ინიციატივა მოიცავს 20 “პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოს” (PFAC) მხარდაჭერას, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში ფუნქციონირებენ.

რა არის პაციენტთა საბჭოების სამდივნო? 

პაციენტთა საბჭოების სამდივნო წარმოადგენს ცენტრალიზებულ ორგანოს, რომელიც მხარს უჭერს პაციენტთა და ოჯახის წევრთა მრჩეველთა საბჭოების (PFAC) შექმნას, ფუნქციონირებას და ეფექტიანობას. ეს საბჭოები საშუალებას აძლევენ პაციენტებს და ოჯახებს, აქტიურად ითანამშრომლონ ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და მენეჯმენტთან, პაციენტთა საჭიროებებისა და შეხედულებების გათვალისწინებით.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში პაციენტთა საბჭო შეიქმნა კლინიკა “ჰერაში”, რომლის თავმჯდომარეც ნინო გვარლიანი გახლავთ. pacienti.ge მასთან ინტერვიუს გთავაზობთ: 

“როდესაც მივიღე შეთავაზება „ჰერადან“ და გავხდი პაციენტთა საბჭოს ბორდის წევრი, ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, რადგან „ჰერასთან“ დიდი ხანია, მაქვს ძალიან დადებითი ურთიერთობა და ეს კლინიკა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს ჩემში.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან მეგონა, რომ ეს საკმაოდ რთული იქნებოდა, მაგრამ იმდენად მეგობრული გარემო დამხვდა როგორც თავად „ჰერასგან“, ასევე ბორდის სხვა წევრებისგან, რომ მალევე ვიგრძენი თავი, როგორც ოჯახში.

გვაქვს შეხვედრები როგორც ონლაინ, ასევე კლინიკაში. ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, ვცვლით წინადადებებს. „ჰერა“ ძალიან ბევრ შემთხვევაში გვეთანხმება და ჩვენს რეკომენდაციებს ითვალისწინებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

ის, რომ კლინიკამ მიაღწია აკრედიტაციას – ეს თანამშრომლობისა და შრომის შედეგია. მომავალშიც გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, ძირითადად ონლაინ, თუმცა, ხანდახან კლინიკაშიც შევხვდებით ერთმანეთს.

ეს მახარებს, რადგან ვგრძნობ, რომ ჩვენი აზრები მნიშვნელოვანია და მათი განხილვა რაღაც შედეგს მოიტანს. ვფიქრობ, ეს პროექტი, პაციენტთა საბჭო, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა საზოგადოებისთვის, რადგან ასე ვთქვათ, ჩვენ ვართ ხიდი ექიმსა და პაციენტს შორის. ჩვენ შეგვიძლია პრობლემების დანახვა და მათი გადაჭრა იმ გზით, რაც ექიმსა და კლინიკას შესაძლოა, ვერც კი შეემჩნია.

მოხარული ვარ, რომ „ჰერამ“ ეს სისტემა დანერგა და მომავალშიც გააგრძელებს მას. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება, ხშირად გაიმართება შეხვედრები და ჩვენი აზრების გაცვლა-გაცნობა, რათა ყველაფერი უფრო მეტად დაიხვეწოს.”

 

ასევე წაიკითხეთ:  ძვლის სიმკვრივის სკანირება (DEXA) - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს – საინფორმაციო ბუკლეტები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ