“ვისაც ეს ეხება! გამარჯობა, თქვენი პოსტი Facebook-ზე ვნახე…” – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

0
225

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

ვისაც ეს ეხება!!!!

გამარჯობა, თქვენი პოსტი Facebook-ზე ვნახე.

კითხვა მაქვს: რა სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება თქვენი რეკომენდაცია ამ კონკრეტული დანამატის შესახებ?
რა ხარისხის სერტიფიკატები და ოფიციალური დოკუმენტები გაქვთ, რომელთა საფუძველზეც თქვენ საჯაროდ უწევთ რეკლამას ამ პროდუქტს?

👉 გთხოვთ, დღევანდელი დღის ბოლომდე წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი პოსტის მაგალითზე მოვამზადებ სპეციალურ საჯარო ანალიზს პროფესიული ეთიკის დარღვევის თემაზე.

📍 შეგახსენებთ, რომ ექიმის მიერ მედიკამენტების ან ბიოდანამატების რეკლამირება ეთიკურად დაუშვებელია და ეწინააღმდეგება შემდეგ საერთაშორისო და ეროვნულ ნორმებს:
• მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის (WMA) ეთიკური კოდექსი (Declaration of Geneva, 2017);
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები კომერციული გავლენის თავიდან აცილებაზე;
• ევროკავშირის რეგულაციები №1924/2006 და №1169/2011, რომლებიც კრძალავს სამედიცინო ავტორიტეტის გამოყენებას სარეკლამო მიზნებისთვის;
• საქართველოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ (მუხლი 4 და 😎 და „სარეკლამო საქმიანობის შესახებ“ კანონი (მუხლი 5, პუნქტი ზ) — სადაც ნათქვამია, რომ ექიმის ან სამედიცინო პროფესიონალის მონაწილეობით რეკლამა წარმოადგენს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.

🩺 ექიმი, როგორც საზოგადოებრივი ნდობის მქონე პროფესიონალი, ვალდებულია ყველა განცხადება ეფუძნებოდეს მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებებს და არა კომერციულ ინტერესს.
დანამატების პოპულარიზაცია ამყარებს არასწორ პრაქტიკას, არღვევს ეთიკას და ზიანს აყენებს მთლიანად სამედიცინო პროფესიის რეპუტაციას.
www.supplement.ge

ასევე წაიკითხეთ:  გულის კათეტერიზაცია (ანგიოგრაფია) -  ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს – საინფორმაციო ბუკლეტები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ