“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა “წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” ტრენინგი გამართა

თამარ ლომიძე
თამარ ლომიძე
ჟურნალისტი — პაციენტთა განათლება. მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევები ჰოსპიტალიზაციაზე, მედიკამენტებზე, ქრონიკულ დაავადებებთან ცხოვრებაზე და ექიმთან საუბარზე.
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

2024 წლის 10 მარტს “წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრში” აკრედიტაცია კანადის მრჩეველმა, თათია გოჩაძემ არასამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

 

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით. ტრენინგს ესწრებიან: პაციენტთა ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელი, აკაკი ბაქრაძე;
სომატური განყოფილების ხელმძღვანელი, ნანი ჭანტურია;
დაცვის სამსახურის უფროსი -ედუარდ პოღოსოვი;
იურისტი- თამარ ხაბულიანი;
მენეჯერი- რუსუდან მიქაძე;
მოლარე-ოპერატორი -ჟუჟუნა კეკოშვილი

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში.

- Advertisement -
Ad imageAd image

აკრედიტაცია კანადა

“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

- Advertisement -
Ad imageAd image

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

ასევე წაიკითხეთ:  ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — პაციენტთა განათლება. მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევები ჰოსპიტალიზაციაზე, მედიკამენტებზე, ქრონიკულ დაავადებებთან ცხოვრებაზე და ექიმთან საუბარზე.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *