შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიAccreditation Canada აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

Accreditation Canada აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

Accreditation Canada აძლიერებს საქართველოს ჯანდაცვას

საქართველოში ყველაზე ძლიერი საერთაშორისო სამედიცინო მააკრედიტირებელი ორგანიზაცია, “აკრედიტაცია კანადის” მორიგი ოფიციალური ვიზიტი დასასრულს უახლოვდება.

“აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა კატერინა ტარასოვამ და ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, იულია შერბინამ, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, საქართველოს საპატრიარქოში და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით მიმდინარეობს.

ცნობისთვის – “აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული, მათშორის არის “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონი”.

 

საქართველოს საპატრიარქოშიაკრედიტაცია კანადის” ოფიციალურ წარმომადგენლობას შეხვდნენ გორის და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა; ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი; “საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის” დირექტორი, ვეფხვია ოდიშარია” და კლინიკის წარმომადგენელი ექიმები.

 

ჯანდაცვის სამინისტროში ნაყოფიერი შეხვედრის შემდეგ “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ მიერ სამედიცინო დაწესებულებების არჩევა სქართველოში 3 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა:

“როცა სამინისტროში გვკითხეს, თუ რატომ ვატარებთ საერთაშორისო აკრედიტაციას მხოლოდ 24 სამედიცინო დაწესებულებაში, ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ავირჩიეთ ის კლინიკები, რომელთა პრიორიტეტია:

✅️ პაციენტზე ორიენტირება;
✅️ სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხზე ორიენტირება;
✅️ სურვილი, გადავიდნენ თანამედროვე ჯანდაცვის სისტემაზე” – აცხადებს კატერინა ტარასოვა.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულს “აკრედიტაცია კანადის” აღმასრულებელი დირექტორი კატერინა ტარასოვა, ევროპის ოფისის ხელმძღვანელი იულია შერბინა და პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ “ერისიონის” კონცერტს დაესწრნენ.

“აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობა იმყოფებოდა რესტორან “ქვევრში“, სადაც კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართული სუფრას, ტრადიციებსა და კულტურას.

სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ქართული კულტურითა და ტრადიციებით და აღნიშნეს, რომ საქართველოს შთაბეჭდილებებით აღსავსენი ტოვებენ.

ასევე წაიკითხეთ:  პაციენტის უფლებები - საინფორმაციო ბუკლეტი

აქვე აღსანიშნავია, რომ “აკრედიტაცია კანადის” წარმომადგენლობამ ოფიციალური ვიზიტის დასასრული აღნიშნა “პარაგრაფ თბილისში” – რომელიც არის ნათელი მაგალითი ქართული და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შერწყმისა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში უმაღლესი საერთაშირისო სტანდარტების დანერგვა შესაძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსით.

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები