„სასიხარულოა, როცა შენი, როგორც პაციენტის, სიტყვა ანგარიშგასაწევია“ — ლაურა ოსიტაშვილის საინტერესო ამბავი კლინიკა „ჰერა 2011“-დან

ირინა დათაშვილი
რედაქტორი — პაციენტთა საბჭოების პროგრამა და პარტნიორი კლინიკები. აშუქებს Accreditation Canada-ს ვიზიტებს, საბჭოების სხდომებსა და პაციენტთა ინიციატივებს საქართველოს კლინიკებში.

„სასიხარულოა, როცა შენი, როგორც პაციენტის, სიტყვა ანგარიშგასაწევია“ — ლაურა ოსიტაშვილის საინტერესო ამბავი კლინიკა „ჰერა 2011“-დან

წარმოიდგინეთ კლინიკა, სადაც ექიმები მხოლოდ კი არ გმკურნალობენ, არამედ გისმენენ კიდეც. სადაც პაციენტის აზრს რეალურად ითვალისწინებენ და სადაც ცვლილებები სწორედ შენი გამოცდილებით იწყება… ✨️

ასეთი მიდგომა უკვე რეალობაა საქართველოში. 9 კლინიკაში, რომლებმაც მიიღეს Accreditation Canada–ს საერთაშორისო აკრედიტაცია, შეიქმნა პაციენტთა საბჭოები — ინიციატივა, რომელიც ეკუთვნის ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც წარმოადგენს Accreditation Canada-ს საქართველოში.

ერთ-ერთი ასეთი კლინიკაა „ჰერა 2011“, სადაც პაციენტთა საბჭოს წევრი ლაურა ოსიტაშვილისაკუთარი გამოცდილებითა და ინიციატივებით ცდილობს კლინიკის ყოველდღიური მუშაობის გაუმჯობესებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისი ისტორია აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ცვლილებების წამოწყება მხოლოდ სპეციალისტების საქმე არ არის — თითოეულ პაციენტს შეუძლია გახდეს ცვლილების ავტორი.


ინტერვიუ ლაურა ოსიტაშვილთან:

– ქალბატონო ლაურა, როგორ დაიწყო თქვენი ჩართვა პაციენტთა საბჭოს საქმიანობაში? – ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და შეფასება ახალი გამოცდილების შესახებ…

– დარწმუნებული ვარ, პაციენტთა საბჭოში მონაწილეობა სიახლე იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვისაც, რადგან ეს ერთ-ერთი პირველი და ძალიან საინტერესო ინიციატივაა ჩვენს ქვეყანაში.

როცა შემომთავაზეს ამ საქმიანობაში ჩართვა, დავფიქრდი — ღირდა თუ არა, თუმცა, როცა ჩავერთე და ვნახე, რომ ჩემს აზრს სხვებიც იზიარებდნენ, საერთო იდეებიც გაგვიჩნდა და ერთად ვმუშაობდით, უფრო მოტივირებული გავხდი. მერე უკვე იდეებიც გაჩნდა — რაზე შეიძლებოდა გამეკეთებინა აქცენტი, რა იყო სასურველი და გამოსასწორებელი, და ასე ჩამითრია ამ საქმიანობამ. თან პენსიონერი ვარ და, პენსიონერი ადამიანისათვის ეს ძალიან სასიამოვნოა — როცა შეგიძლია, ვინმეს დაეხმარო.

– როგორი გამოცდილება გაქვთ „ჰერასთან“ დაკავშირებით, როგლრც პაციენტს?

- Advertisement -
Ad imageAd image

– თუ ღრმა წარსულს გავიხსენებთ, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა „ჰერა“ და ჩემს ახალგაზრდობაში, როცა შვილები შემეძინა, იქაური გინეკოლოგების ხელში ვიყავი. შემდეგ დაარსდა „ჰერა“, რომლის პატარა ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე იყო. ჩემმა ორივე ქალიშვილმა სწორედ „ჰერაში“ იმშობიარა. მეც ხშირად დავდიოდი გეგმიურ ვიზიტებზე. ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებითა და ყურადღებით.

ჩემს შვილებს ოდნავ რთული ორსულობები ჰქონდათ, მაგრამ ყველა ისე თბილად და პროფესიულად ექცეოდა, თითქოს საკუთარ ოჯახში ყოფილიყვნენ.

ასევე წაიკითხეთ:  "პაციენტთა საბჭო გვაძლევს საშუალებას, ჩვენი - პაციენტების უფლებები იყოს დაცული" - "ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის" პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ლამარა ჩიქოვანი

პატარა შვილიშვილი მყავს, რომელსაც დიაბეტი აქვს და ხშირად გვიწევს პედიატრთან ვიზიტები. ამ კუთხითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ყოფილა შემთხვევები, როცა კლინიკიდან დაგვირეკეს და ბავშვის მდგომარეობა მოიკითხეს — ხომ კარგად იყო, ყველაფერი წესრიგში იყო თუ არა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მართალია ნათქვამი: ექიმის ქმედება უკვე ნახევარი განკურნებაა. კითხვის გაგრძელება

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
რედაქტორი — პაციენტთა საბჭოების პროგრამა და პარტნიორი კლინიკები. აშუქებს Accreditation Canada-ს ვიზიტებს, საბჭოების სხდომებსა და პაციენტთა ინიციატივებს საქართველოს კლინიკებში.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *