“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა კლინიკა “პინეოში” ტრენინგი გამართა

თამარ ლომიძე
თამარ ლომიძე
ჟურნალისტი — პაციენტთა განათლება. მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევები ჰოსპიტალიზაციაზე, მედიკამენტებზე, ქრონიკულ დაავადებებთან ცხოვრებაზე და ექიმთან საუბარზე.

2024 წლის 10 მარტს კლინიკა “პინეოში”” აკრედიტაცია კანადის მრჩეველმა, თათია გოჩაძემ არასამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგი გამართა.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით
კლინიკის თანამშრომელი ეცნობა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარის QR კოდს

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკის განვითარების პროცესში.

“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით

იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

ასევე წაიკითხეთ:  "მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს მედიცინას იმიტომ, რომ ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს!" -გიორგი ფხაკაძე TV "იმედში" ბარიატრიულ ქირურგიაზე საუბრობს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — პაციენტთა განათლება. მტკიცებულებებზე დაფუძნებული რჩევები ჰოსპიტალიზაციაზე, მედიკამენტებზე, ქრონიკულ დაავადებებთან ცხოვრებაზე და ექიმთან საუბარზე.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *