გიორგი ფხაკაძისა და ციცინო შურღაიას ცოცხალი დებატები – ბარიატრიული ქირურგია (ვიდეო)

ნინო კაპანაძე
ნინო კაპანაძე
ჟურნალისტი — პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის სისტემა. წერს ინფორმირებულ თანხმობაზე, საჩივრის მექანიზმებზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და დაზღვევაზე — მარტივად და პრაქტიკულად.

გიორგი ფხაკაძისა და ციცინო შურღაიას ცოცხალი დებატები – ბარიატრიული ქირურგია (ვიდეო)

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი
გიორგი ფხაკაძე და ცნობილი პლასტიკური ქირურგი, პროფესორი ციცინო შურღაია ბარიატრიულ ქირურგიაზე (კუჭის ოპერაციაზე) საუბრობენ.

გიორგი ფხაკაძემ საკუთარ რეზიდენციაში მეგობრებთან შეხვედრის დროს facebook ლაივში ისაუბრა ბარიატრიაზე, რომელიც აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თავად დაიწყო ამაზე საუბარი.

“მსოფლიოში მილიარდ ადამიანს აწუხებს ჭარბი წონა და იმიტომ წამოვწიე ეს თემა, რომ ბევრი იკეთებდა თურქეთში ამ ოპერაციას… ცუდი შედეგი იყო და ზოგჯერ სამწუხაროდ, სასიკვდილო განაჩენიც დადგა. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, უნდა ვიმკურნალოთ საქართველოში, რადგან საქართველოში არიან ძალიან ძლიერი ექიმები და სხვათაშორის ბრიტანეთის და იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო უწევს რეკომენდაციას საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ გაიკეთონ ბარიატრიული ოპერაცია თურქეთში.
ბარიატრია კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციაა და რატომაა საჭირო, რომ გაიკეთო იქ, სადაც ცხოვრობ? – იმიტომ, რომ ოპერაციის შემდეგ აუცილებელია მოვლა – დიეტა, წამლები და ა.შ.”

- Advertisement -
Ad imageAd image

გიორგი ფხაკაძესთან ერთად აღნიშნულ თემაზე ციცინო შურღაიამაც ისაუბრა:

“ეს არ არის პლასტიკური ქირურგია, ეს არის ჯანმრთელობისთვის, რადგან არაფერი ისე არ ვნებს ადამიანის სისხლძარღვებს, გულს, შინაგან ორგანოებს და ტვინს ისე, როგორც ჭარბი წონა.”

გიორგი ფხაკაძე:

“ბარიატრიული ოპერაცია კეთდება მაშინ, როცა ყველა სხვა გზამ არ იმუშავა… ამ ოპერაციას სჭირდება კარგად მომზადება და არა ისე, როგორც თურქეთში ხდება – დილით მიდიან, გაიკეთებენ ოპერაციას და ღამით უკან აბრუნებენ.

ციცინო შურღაია: “ეს ბიზნესია…”

- Advertisement -
Ad imageAd image

გიორგი ფხაკაძე:

“დიახ, არაერთი ადამიანი გარდაიცვალა ამ მანკიერ “კანტორებში” გაკეთებული ოპერაციებით, რადგან ის კლინიკები, სადაც ეს ოპერაციები კეთდება, არ არის აკრედიტირებული.
მსოფლიოში არის მარტო ორი ძლიერი მააკრედიტირებელი ორგანო accreditation canada და joint commission international, სხვა დანარჩენზე არ ვლაპარაკობ…”

ასევე წაიკითხეთ:  ელექტროენცეფალოგრამა (EEG) -  ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, რას წარმოადგენს და როგორ მუშაობს – საინფორმაციო ბუკლეტები

ციცინო შურღაია:

“ბარიატრიული ოპერაცია ვისაც სჭირდება, ის 125 კგ-ზე მეტია ანუ დიდი შანსია თრომბოემბოლიის და ოპერაციამდე პროქსიპარინი მაინც უნდა გაკეთდეს, წინა დღით… უნდა მომზადდეს პაციენტი. რაც შეეხება იმას, რომ ზოგჯერ დიეტით ვერ იკლებს წონას ადამიანი – აღმოაჩინეს სიმსუქნის გენი და სამწუხაროდ, ან არის ორგანიზმში უფრო მეტი ცხიმის დამშლელი ფერმენტები, ან – არა.

როდესაც 60 კგ -ს და მეტს იკლებს ადამიანი ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, აქ იწყება კატასტროფა – ხელებზე და ფეხებზე კანი საშინლად აქვთ ჩამოკიდებული. ბრახიოპლასტიკაზე რომ მავაჭრათ ეს კანი, გამოდის, რომ მხარი იფრო ვიწროა, ვიდრე წინა მხარი და რახიტიან ადამიანს ემსგავსება…
ამიტომ თუკი გონება ჭკუას იმორჩილებს, ე.ი. ეს ადამიანი მართავს საკუთარ თავს – უნდა ჩაიდო თავში, რომ ვითომ გაიკეთე ეს ბარიატრიული ოპერაცია და ჭამეთ იმდენი, რაც ხელის გულზე დაგეტევათ ყოველ 3 საათში… ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ სულ სხვა ცხოვრება იწყება. კუჭს გაჭრიან, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს….”

https://youtu.be/ByeluSgu4iI

გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — პაციენტის უფლებები და ჯანდაცვის სისტემა. წერს ინფორმირებულ თანხმობაზე, საჩივრის მექანიზმებზე, საყოველთაო ჯანდაცვასა და დაზღვევაზე — მარტივად და პრაქტიკულად.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *