„ვგრძნობ, რომ კლინიკის ნაწილი ვარ“ — ინტერვიუ “ჰერა 2011”-ის პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანთან

0
335
ჰერა 2011

„ვგრძნობ, რომ კლინიკის ნაწილი ვარ“ — ინტერვიუ ჰერა 2011 -ის პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანთან

პაციენტის ხმა ჯანდაცვის სისტემაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ იდეაზეა აგებული პაციენტთა საბჭოს კონცეფციაც, რომელიც “ჰერა 2011”-მა წარმატებით დანერგა. ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც არამხოლოდ კლინიკის ერთგული პაციენტია, არამედ გუნდის მნიშვნელოვანი წევრიც. მისი პაციენტური გამოცდილება, წარსული, დამოკიდებულება და ხედვები ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება პაციენტი გახდეს კლინიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა.

საქართველოში პაციენტთა საბჭოების შექმნის ინიციატივა პროფესორ გიორგი ფხაკაძესეკუთვნის. საბჭოები მოქმედებს იმ 9კლინიკაში, რომლებმაც საერთაშორისო ორგანიზაცია Accreditation Canada-სგან სერტიფიკატი მიიღეს. საბჭოს მიზანია, პაციენტები უშუალოდ ჩართოს კლინიკის გაუმჯობესების პროცესებში, რაც სერვისის ადამიანურობას, ხარისხსა და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ერთ-ერთი პირველი კლინიკა, რომელმაც ეს ინოვაციური მიდგომა დანერგა, იყო „ჰერა 2011“.

„ვგრძნობ, რომ კლინიკის ნაწილი ვარ“ — ინტერვიუ “ჰერა 2011”-ის პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანთან | sheniekimi.ge | შენი ექიმი
ჰერას პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვარლიანი

დღეს გვინდა, გაგაცნოთ პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარის – ნინო გვარლიანის ისტორია, რომელიც თავადაც მრავალი წლის განმავლობაში იყო „ჰერას“ პაციენტი და ახლა უკვე ამავე კლინიკის პარტნიორია პაციენტთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

– მოგესალმებით! ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ კლინიკა „ჰერა“-ს პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე. უკვე დაახლოებით ერთი წელია, ჩემს გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. კლინიკისთვის „აკრედიტაცია კანადის” სერტიფიკატი იყო ძალიან დიდი ნაბიჯი და, ვფიქრობ, რომ ჩვენც მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ წარმატებაში.

ჩემთვის განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ კლინიკამ საზოგადოებას შეახედა შიდა პროცესებში. ვფიქრობ, ეს უკვე თავისთავად პროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ადვილი არ არის, შენი შიდა სამზარეულო აჩვენო სხვა ადამიანებს და მისცე საშუალება, დააკვირდნენ ისეთ დეტალებს, რომლებიც, შესაძლოა, ზოგჯერ სასიამოვნო სულაც არ იყოს.

კითხვის გაგრძელება

ასევე წაიკითხეთ:  კლინიკა "პინეოში" პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა - კანადური ხარისხი საქართველოში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ