“ჯო ენის ჰოსპიტალმა” მიიღო “აკრედიტაცია კანადის” სერტიფიკატი – პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე პროცესში აქტიურად მონაწილეობდა

0
507
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

“ჯო ენის ჰოსპიტალმა” წარმატებით გაიარა “აკრედიტაცია კანადის” შეფასება და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კლინიკა მსოფლიო დონის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამება.

აკრედიტაციის პროცესში “ჯო ენის ჰოსპიტლის” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ანა ალადაშვილი აქტიურად მონაწილეობდა. მან აღნიშნული პროცესი როგორც კლინიკისთვის, ასევე პაციენტთა საბჭოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა და ხაზი გაუსვა “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობის მნიშვნელობას.

“მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ “ჯო ენის ჰოსპიტლის” პაციენტთა საბჭოს – ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ვფიქრობ, “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა დიდ გამოცდილებას შეგვძენს. მზად ვარ, გავიზიარო მათი რჩევები და ცოდნა, რათა მომავალში ჩვენი, როგორც პაციენტთა საბჭოს, საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული გახდეს.”

“აკრედიტაცია კანადა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომლის მიერ დადგენილი სტანდარტები კლინიკებს ეხმარება, მიაღწიონ უმაღლეს ხარისხსა და უსაფრთხოების დონეს. “ჯო ენის ჰოსპიტლის” მიერ მიღებული ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა მზად არის, პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისი შესთავაზოს.

პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარემ კლინიკის მიერ მიღწეული წარმატება მთელ გუნდს მიულოცა და პაციენტთა საბჭოს როლზე ისაუბრა.

“ვულოცავ “ჯო ენის ჰოსპიტალს” ამ უდიდეს წარმატებას! მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა და ჩემი მცირედი წვლილი შევიტანე. ეს არ არის მხოლოდ სერტიფიკატი – ეს არის ვალდებულება, რომ მომავალშიც განვაგრძოთ განვითარება და პაციენტების საჭიროებების გათვალისწინებით ვიმუშაოთ.”

“ჯო ენის ჰოსპიტალი” მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტთა საბჭოს ჩართულობის გაძლიერებას.

ასევე წაიკითხეთ:  "ნეონატოლოგიურ ცენტრ N ქირონ+"-ში მშობელთა საბჭოს რეკომენდაციით ცვლილებები განხორციელდა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ