კლინიკა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემამ” წარმატებით გაიარა “აკრედიტაცია კანადის” შეფასება და მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც ადასტურებს, რომ კლინიკა მსოფლიო დონის სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.
აკრედიტაციის პროცესში პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე, ქეთევან ბოჭორიშვილი, აქტიურად მონაწილეობდა. სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიას ის პირადად დაესწრო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ პროგრესს ნიშნავს.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ წარმოვადგენ პაციენტთა საბჭოს და ვარ ისეთი მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე, როგორიცაა კლინიკების აკრედიტაცია საქართველოში. აკრედიტაციის მთავარი მიზანი კლინიკებში მაღალი სტანდარტების დანერგვა, მომსახურების ხარისხის ამაღლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პაციენტთა უსაფრთხოებისა და კმაყოფილების დონის ზრდაა.” – აცხადებს ქეთევან ბოჭორიშვილი.
“აკრედიტაცია კანადა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც კლინიკებს ეხმარება საერთაშორისო დონის ხარისხის მიღწევაში. “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” მიერ მიღებული ეს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კლინიკა ამ მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.
ქეთევან ბოჭორიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა პაციენტთა საბჭოების როლს, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ ახალი ინიციატივაა, მაგრამ უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.
“პაციენტთა საბჭო უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს “პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში”, და ამ პროცესში ნათლად დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტთა მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარება. ეს სრულიად განსხვავებული თანამშრომლობაა აკრედიტაციის ორგანიზაციას, კლინიკასა და პაციენტებს შორის.”
კლინიკა “პინეო სამედიცინო ეკოსისტემა” მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების დაცვას და პაციენტებზე ორიენტირებული მომსახურების განვითარებას.






