კლინიკა “ვივამედის” და “აკრედიტაცია კანადის” პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა

0
551
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"resize":1,"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

20 მარტს კლინიკა “ვივამედში” პროფესორი გიორგი ფხაკაძე “აკრედიტაცია კანადის” ქართულ გუნდთან ერთად იმყოფებოდა.

 

კლინიკამ უკვე მიიღო “აკრედიტაცია კანადის” პლატინის სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ იგი აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების კუთხით.

პაციენტთა საბჭოს გაძლიერება და ახალი სტანდარტები

აკრედიტაციის შემდეგ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის – “აკრედიტაცია კანადის” ქართველ ექსპერტთა წარმომადგენლობა ყოველ თვე ეწვევა ქვეყნის იმ კლინიკებს, რომლებმაც აღნიშნული სერტიფიკატი მიიღეს. ეს პროცესი მოიცავს:

  • ფიზიკურ შემოწმებას – კლინიკის ინფრასტრუქტურის, პროცესებისა და მომსახურების გადამოწმებას;
  • კლინიკის ანგარიშის მოსმენას – მიმდინარე საკითხებზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე;
  • პაციენტთა საბჭოს შეხვედრებს – პაციენტთა მოსაზრებებისა და გამოცდილების გათვალისწინებას კლინიკის გაუმჯობესებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა “ვივამედის” პაციენტთა საბჭოს თავმჯდომარე ნათელა ცენტერაძე.

პაციენტთა საბჭოს როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ გიორგი ფხაკაძის ინიციატივით პაციენტთა საბჭოები შეიქმნა “აკრედიტაცია კანადის” მიერ აკრედიტებულ ცხრავე კლინიკაში, რაც საქართველოს მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.

კლინიკა “ვივამედი” აგრძელებს პაციენტთა უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც პაციენტებისთვის უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

ასევე წაიკითხეთ:  ქეთევან ფირცხალავას ინიციატივა ფსორიაზით დაავადებულთა დასახმარებლად – პაციენტთა ახალი გაერთიანება საქართველოში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ